2017 წლის 26 იანვარს, 12:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე ჩატარდება დოქტორანტ ია ნადირაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „ნოველების ენის ტიპოლოგიური მიმართებანი ქართულ და ინგლისურ ენებში“ (სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი და პროფესორი მანანა ღარიბაშვილი).
დისერტაციის დაცვა გაიმართება თესაუ-ს I კორპუსში (აუდიტორია #30).