იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტური თვითმმართველობის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრების არჩევნები

       იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა აცხადებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრების არჩევნებს.

       ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრის კანდიდატად რეგისტრაციისთვის აუცილებელია,  კანდიდატმა სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო კომისიაში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

      ა) პირადი განცხადება;

      ბ) სამოქმედო გეგმა;

      გ) ცნობა იმ ფაკულტეტის სტუდენტობის შესახებ, რომლის წარმომადგენლობაზეც იყრის კენჭს.

     კანდიდატი უნდა იყოს სტუდენტური თვითმმართველობის წევრი.

     კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2016 წლის 10 სექტემბრის 10:00  საათიდან 2016 წლის  17 სექტემბრის 17:00 საათამდე სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო კომისიაში.

     დამატებითი ინფორმაციისთვის მიაკითხეთ სტუდენტური თვითმმართველობის ოთახს ( I კორპუსი, I სართული, ოთახი # 22).

 
მნახველთა რაოდენობა: 5905
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'