იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ვებინარი- ,,Mendeley“-ს წარმოდგენა და შესაძლებლობები”

Elsevier-ი გეპატიჟებათ ვებინარზე ,,Mendeley“-ს  წარმოდგენა და შესაძლებლობები”, რომელიც დაგეგმილია 2016 წლის 14 დეკემბერს დილის 10:30-დან 11:30-მდე. 

დასწრება ხდება ონლიან რეჟიმში (დაგჭირდებათ კომპიუტერი და ყურსასმენი)!

  ვებინარის დროს მოხდება Mendeley პროგრამული უზრუნველყოფის წარმოდგენა და ონლაინ დემონსტრაცია, პლატფორმის სხვადასხვა შესაძლებლობის ჩვენება. ვებინარის სამუშაო ენა არის ქართული.  

   Mendeley  არის უნიკალური, უფასო რესურსი, რომელიც მოიცავს Reference Manager-ს (სამეცნიერო ნაშრომების შეგროვებისა და კატალოგიზაციის საშუალება, რომელიც ამარტივებს და ხელს უწყობს სტატიაში გამოყენებული ლიტერატურის სიის მომზადებას და გამოყენებას) და ასევე, ხელს უწყობს მომხმარებელს, მოიძიოს თანამოაზრეები და შეისწავლოს თანამედროვე კვლევების ტრენდები /ტენდენციები.

   ვებინარზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:

https://attendee.gotowebinar.com/register/3042338058061838083

    შემდგომ, რეგისტრაციის დროს, მითითებულ ელ-ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება, რომ რეგისტრაცია წარმატებულად გაიარეთ. ასევე, შეტყობინებაში მითითებული იქნება ვებ მისამართი, რომელზეც უნდა გადახვიდეთ (ვებინარის დაგეგმილ დროს) ვებინარში ჩასართავად. 

  ვებინარების ვიდეო ჩანაწერები ხელმისაწვდომი იქნება  ვებგვერდზე- www.elsevier.ge

  შეკითხვების ან ვებინარის დროს, სასურველი საკითხების განხილვის შემთხვევაში, გთხოვთ,  შეხვედრამდე დაუკავშირდეთ ონლიან რეჟიმში.

 
მნახველთა რაოდენობა: 6143
 
 
 
 
    2024 მარტი

    2

    3

    5

    8

    9

    10

    11

    16

    17

    18

    19

    21

    23

    24

    26

    28

    29

    30

    31


    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.