იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დებატების ტურნირი თესაუ-ში

   2017 წლის 25 და 26 მარტს, 11:00 საათიდან  17:00 საათამდე,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება დებატების ტურნირი, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია- ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“,  ფონდი  ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

       აღნიშნული პროექტი 2016 წლის სექტემბრიდან ხორციელედება ოთხ საუნივერსიტეტო ქალაქში და პანკისის ხეობაში.   

      პროექტის  მიზანია  უნივერსიტეტების სტუდენტების გააქტიურება, არაფორმალური განათლების გზით; მათში კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნების განვითარება; ლიდერობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და სტუდენტებს შორის თანამშრომლობის პროცესის ხელშეწყობა.  

    25  მარტს ჩატარდება ტურნირის შესარჩევი ტური.  ტურნირში მონაწილეობას მიიღებს სულ 40 გუნდი, აქედან 10 გუნდი- თითო ქალაქიდან. 26 მარტს გაიმართება ფინალური ტური. ფინალში 40 გუნდიდან გავა 16 გუნდი.  ტურნირში გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ასევე, 10 საუკეთეო მომხსენებლებს გადაეცემათ სხვდასხვა პრიზები.

 
მნახველთა რაოდენობა: 5604
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'