ისტორია და ტრადიცია ძლიერი საფუძველია თანამედროვეობისთვის, ამიტომაცაა ფუძეძლიერი თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, რომელიც სულ მალე თავის 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. კახეთის სამეფო სასახლედან იღებს სათავეს უმაღლესი სასწავლებელი
და დღეს იგი თანამედროვე შენობა-ნაგებობებით, კაბინეტ-ლაბორატორიებით, მდიდარი წიგნადი ფონდით, სპორტული დარბაზებით და
სტადიონებით ყველა პირობას უქმნის ახალგაზრდობას სწავლისა და საინტერესო სტუდენტური ცხოვრებისათვის.
2005-2006-2008 წლებში უნივერსიტეტმა 3-ჯერ წარმატებით გაიარა ინსტუტიციური
აკრედიტაცია, რომლის შედეგად მისაღები კონტინგენტი შესაბამისად 326, 502 და 820 სტუდენტამდე გაიზარდა. საქართველოში
მიმდინარე განათლების რეფორმის კვალდაკვალ 2004 წლიდან დაიწყო ძირეული რეფორმების ახალი ეტაპი, რამაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა
ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან.
დღეისათვის უნივერსიტეტში მუშაობს 45 პროფესორი, 47 ასოცირებული პროფესორი და 8 ასისტენტ-პროფესორი. თელავის
უნივერსიტეტში ნაყოფიერად მოღვაწეობენ მოწვეული ლექტორები, ცნობილი პროფესორები.
ამჟამად უნივერსიტეტში არის ექვსი ფაკულტეტი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა,
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი დარგების, პედაგოგიური და ჯანდაცვის.
მუშაობს 7 უმაღლესი პროფესიული, 24 საბაკალავრო, 26 სამაგისტრო და 14 სადოქტორო, სულ 70-ზე
მეტი საგანმანათლებლო პროგრამა. უნივერსიტეტში ხუთ ფაკულტეტზე, ჯანდაცვის ფაკულტეტის გარდა, შექმნილია სადისერტაციო საბჭოები.
დღეისათვის უნივერსიტეტში, უმაღლესი პროფესიულ პროგრამებზე, ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტურანტურაში
1565 ახალგაზრდა ეუფლება პროფესიას. უნივერსიტეტს აქვს მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა კომპიუტერული აღჭურვილობით
და ინტერნეტის ქსელით, სადაც მუშაობის საშუალება ნებისმიერ სტუდენტს ეძლევა; უნივერსიტეტში მუშაობს უცხო ენების ცენტრი,
სადაც მსმენელები (სტუდენტები, მასწავლებლები) შეისწავლიან ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, ფრანგულ ენებს - ნებისმიერ დონეზე.
ფუნქციონირებს ამერიკის შესწავლის ცენტრი, მარი ბროსეს სახელობის ფრანკოფონიის ცენტრი, გერმანული კულტურის ცენტრი - ბიბერახის კუთხე.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე
აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა - 200 000-ზე მეტი ერთეული წიგნადი ფონდით.
დიდი ყურადღება ექცევა სტუდენტთა წამახალისებელი ფორმების დამკვიდრებას: იმ
წარჩინებულ სტუდენტებს, რომლებიც ფრიადებზე სწავლობენ და, ამავდროულად, აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტთა სამეცნიერო კვლევით
მუშაობაში, (კონფერენციები, სამეცნიერო შრომების გამოქვეყნება) ანდა სტუდენტები, რომლებიც რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო სპორტულ
ტურნირებში მიაღწევენ წარმატებებს, ფაკულტეტის საბჭოს რეკომენდაციით ეძლევათ სტიპენდია 100-200 ლარის ოდენობით.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სერიოზულადაა წარმოდგენილი საერთაშორისო
ურთიერთობებითა და პროექტებით.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტებია:
1. გერმანიის ალბერტ ლუდვიგის სახელობის ფრაიბურგის უნივერსიტეტი
2. გერმანიის ჰაილბრონის უნივერსიტეტი
3. ჰანის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები)
4. გრენობლის უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
5. მარბურგის უნივერსიტეტი (გერმანია)
6. თესალონიკის ტექნიკური განათლების ინსტიტუტი (საბერძნეთი)
7. ანჟერის უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
8. რეზეკნეს უნივერსიტეტი (ლატვია)
9. რუსის უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
10. ტუშის უნივერსიტეტი (იტალია)
11. ვიანა დო კასტელოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი(პორტუგალია)
12. ჰას დენ ბოსჰის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები)
13. ბიბერახის უნივერსიტეტი
14. გავარის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი)
15. სომხეთის აგრალური სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი)
16. განჯის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი)
17. ოლდენბურგის კლინიკა (გერმანია)
18. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
19. გოგოლის სახელობის ნიჟინის სახელმწიფო უნივერსიტეტი
20. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი
21. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
22. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
23. თბილისის სამხატვრო აკადემია
24. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების უნივერსიტეტი
25. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი
26. თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
უკვე 3 წელია აღნიშნული ურთიერთობები ვითარდება შემდეგი სახით:
2006 - 2007 სასწავლო წელი:
ეს მცირე მიმოხილვა იმიტომ შემოგთავაზეთ, რომ გვსურს მომავალ სტუდენტებს და მათ მშობლებს წარმოდგენა ჰქონდეთ, რას ვთავაზობთ
მათ, თუ არჩევანს ჩვენს სასარგებლოდ გააკეთებენ. გვინდა გითხრათ, ასეთი გადაწყვეტილებით თქვენ უზრუნველყოფთ თქვენს ღირსეულ მომავალს
ანუ იქნებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, ყველა შემდგომი საუნივერსიტეტო საფეხურების (მაგისტრატურა, დოქტორანტურა) პერსპექტივით;
საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობაც ხომ თქვენი წარმატებული მომავლის გარანტიაა ნებისმიერ წარჩინებულ სტუდენტს
შესაძლებლობა ექნება გაცვლითი პროგრამების ფარგლებში კვალიფიკაცია წამყვან უცხოურ უნივერსიტეტებში აიმაღლოს.
მშვიდი გარემო, სწავლისა და დასვენების შესანიშნავი პირობები, რექტორატის მხარდაჭერა, პროფესორ-მასწავლებელთა კეთილგანწყობა და
მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა - ეს ყველაფერი იმის წინაპირობაა, რომ თქვენ გაგიმართლათ! ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სწორი არჩევანი
გააკეთეთ და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა გადაწყვიტეთ.