ორგანიზაციის ბაზაზე განსახორციელებელი პროგრამის
გეგმა
ინფორმაცია განმცხადებლის და შემსრულებლის
შესახებ
ორგანიზაციის დასახელება: თელავის იაკობ გოგებაშვილის
სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტი
მისამართი: საქართველო, ქ. თელავი, ქართული
უნივერსიტეტის ქ. N:1.
ტელეფონი: 8 250 7 3264; 8 250 7 2402.
რექტორი: ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი
გიორგი გოცირიძე;
ორგანიზაციის რეგისტრაციის თარიღი: 2001 წელი, 2
დეკემბერი;
მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება: დამტკიცებულია
საქართველოს
პრეზიდენტის მიერ.
რეგისტრაციის ნომერი: 488.
ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები
ა) თანამედროვე მოთხოვნების დონეზე უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება და გადამზადება;
ბ)ფუნდამენტალური მეთოდოლოგიური, კვლევითი და გამოყენე-ბითი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობა;
გ) სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
დ) სასწავლო და სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის გზით პიროვნების ინტელექტუალური, კულტურული და ზნეობრივი განვითარების ამაღლება;
ე) ჰუმანიტარული, ზუსტი საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრა-მების რეალიზაციით საზოგადოების მოთხოვნილებათა დაკმა-ყოფილება უმაღლესი განათლების მქონე კვალიფიციურ სპეცია-ლისტებზე;
ვ) ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგებში ფუნდამენტალური სამეცნიერო კვლევე-ბის ჩატარება, სამეცნიერო ცოდნის გავრცელება და პროპაგანდა;
ზ) საზოგადოების არსებობისა და განვითრებისათვის აუცილე-ბელი საზოგადოებრივი ღირებულებების ჩამოყალიბება.
არსებული მდგომარეობა
თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის რეგიონის მსხვილი სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ცენტრი, რომელიც ამზადებს სპეციალისტებს საბუ-ნებისმეტყველო, ზუსტი, სოციალური, ჰუმანიტარული, ჯან-დაცვის, აგრარული და გადამამუშავებელი მეცნიერების დარ-გებში;
უნივერსიტეტში განათლების კანონის შესაბამისად ფუნქციონირებს სწავლების ორსაფეხურიანი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) და ერთსაფეხურიანი სისტემა (დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაციით). უნივერსიტეტში სწავლება ხორციელდება დასწრებული და დაუსწრებელი ფორმით.
უნივერსიტეტში სტუდენტთა კონტინგენტი შეადგენს 2417 სტუდენტს, აქედან საბიუჯეტო სექტორზეა 1382 სტუდენტი, მათ შორის დღის განყოფილებაზე 1953 სტუდენტი, დაუსწრებელზე 464 სტუდენტი. არასაბიუჯეტო სექტორზეა სულ 1035 სტუდენტი, აქედან დღის განყოფილებაზე 698, დაუსწრებელზე 337 სტუდენტი.
2006-2007 სასწავლო წელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აკრედიტაციის შედეგების საფუძველზე თელავის უნივერსიტეტისათვის გამოყოფილია 351 ადგილი, სადაც წარმოდგენილი იქნებიან როგორც სახელმწიფო გრანტით, ასევე თვითდაფინანსებით ჩარიცხული აბიტურიენტები.
უნივერსიტეტის ანგარიშზე კრედიტორული დავალიანებები არ არის.
უნივერსიტეტში სასწავლო პროცესს ემსახურება ოთხი სასწავლო კორპუსი, სპორტული დარბაზი, ღია სპორტული კომპლექსი, კლუბი, სასადილო, ბიბლიოთეკა, 5 კომპიუტერული კლასი, სოციოლოგიური კვლევის ცენტრი და სხვადასხვა სპეციალიზებული ლაბორატორიები და კაბინეტები.
პროგრამის მიზნები და ამოცანები
პროგრამის მიზანია უნივერსიტეტში საგანმანათლებლო და სამეცნიერო- კვლევითი სამუშაოების დაფინანსება.
პროგრამის მოკლე მიმოხილვა
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამზადებს ბაკალავრებს, მაგისტრებს, დიპლომირებულ სპეციალისტებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში.
საბუნებისმეტყველო, ზუსტი, სოციალური, აგრარული, ჯანდაცვისა და ჰუმანიტარულ სპეციალისტთა მომზადებას ემსახურება 6 ფაკულტეტი, სასწავლო-მეთოდური სამმართვე-ლო, სამეცნიერო- კვლევითი ლაბორატორიები, 13 კათედრა, სადაც მოღვაწეობს 125 აკადემიური პერსონალი, აქედან 38 პროფესორი, 45 ასოცირებული პროფესორი და 42 ასისტენტ პროფესორი.
სამეცნიერო პროგრამა ითვალისწინებს თანამშრომელთა სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებას სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესრულების ხარჯზე, საგრანტო და ნაწილო-ბრივ საბიუჯეტო დაფინანსებით.
მეცნიერთა ამოცანაა ხელი შეუწყოს ქვეყნის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადებას. პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს არასაბიუ-ჯეტო შემოსავლები და სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწი-ნებული 188 000 ლარი (დანართი N1).
უნივერსიტეტის სტრუქტურა
რექტორის აპარატი;
სასწავლო-მეთოდური სამმართველო;
სამეცნიერო განყოფილება;
სამეურნეო ტექნიკური განყოფილება;
კანცელარია;
კადრების განყოფილება;
ბუღალტერია;
საგარეო ურთიერთობათა განყოფილება;
არქივი;
რედაქცია;
ბიბლიოთეკა;
სარედაქციო-საგამომცემლო საბჭო;
ლაბორატორიები;
კომპიუტერული ცენტრი;
სოციოლოგიური კვლევის ცენტრი.
ფაკულტეტები
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა
პედაგოგიური
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის
ჯანდაცვის
აგრარული და გადდამამუშავებელი დარგების.
კათედრები
ქართული ფილოლოგიის;
საქართველოს ისტორიის;
მსოფლიო ისტორიის;
პოლიტოლოგიის;
ფილოსოფია-სოციოლოგიის;
უცხო ენებისა და საზღვარგარეთის ლიტერატურის;
ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმატიკის;
ქიმია-ბიოლოგიის;
გეოგრაფიის;
ფსიქოლოგიის;
პედაგოგიკა-მეთოდიკის;
რუსული ენისა და ლიტერატურის;
ფიზიკური აღზრდის.
მუშა-მოსამსახურეთა სამუშაოს აღწერილობა
1. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი- ხელმძღვანელობს
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით, რომლის შესაბამისად წარმართავს გარდამავალი პერიოდის მართვის სტრუქტურების ფორმირების პროცესს;
2. სასწავლო მიმართულების კოორდინატორი_
ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესს და ამ სფეროში გასატა-რებელ რეფორმებს;
3.სამეცნიერო მიმართულების კოორდინატორი-ხელმძღვანე-ლობს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და ამ სფეროში გასატარებელ რეფორმებს;
4. სასწავლო-მეთოდური სამმართველო _ხელმძღვანელობს უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, სასწავლო მეთოდური დოკუმენტაციის შედგენას, გადამუშავებას და კონტროლს, სასწავლო- საწარმოო პედაგოგიური და საველე პრაქტიკების ჩატარებას და კონტროლს;
5. სამეცნიერო განყოფილება-ხელმძღვანელობს სამეცნიერო-კვლევით და საგამომცემლო საქმიანობას;
6. საგარეო ურთიერთობათა განყოფილება_ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საზღვარგარეთთან ურთიერთობის საქმეებს, ახდენს ხელშეკრულებისა და მოლაპარაკების კოორდინირებას;
7. ბიბლიოთეკა_უზრუნველყოფს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სათანადო სამეცნიერო-მეთოდური ლიტერატუ-რით, ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოებით, პერიოდული გამოცემებით. სტუდენტებს ეხმარება ინტერნეტის მეშვეობით უახლესი ინფორმაციის მოპოვებაში;
8. ბუღალტერია_აწარმოებს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და ადმინისტრაციულ მომსახურე პერსონალის ხელფასის გაანგარიშებას, საბანკო ოპერაციებს, სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას, ყოველგვარი ხარჯების აღრიცხვას, მატერიალური ფასეულობების აღრიცხვასა და კონტროლს. ადგენს კვარტალურ და წლიურ ბალანსს, საშტატო განრიგს, ხარჯთაღრიცხვებს ყველა სახის საქმიანობის მიხედვით;
9. კადრების განყოფილება_ ხელმძღვანელობს კადრების მოძრაობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს;
10. კანცელარია_ აწარმოებს შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვას, ბრძანებების წარმოებას;
11. რედაქცია_უზრუნველყოფს უნივერსიტეტის გაზეთის მომზადებას და გამოცემას;
12. სარედაქციო_საგამომცემლო_ საბჭო უზრუნველყოფს სამეცნიერო კრებულების გამოცემას;
13. სამეურნეო-ტექნიკური განყოფილება_ ხელმძღვანელობს სამეურნეო, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებს, უნივერსიტეტის ტერიტორიისა და კორპუსების დაცვას;
14. არქივი_ უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო და სამეურნეო დანიშნულების დოკუმენტური მასალების დაცვას, აღრიცხვას და პრაქტიკულ გამოყენებას;
15. კომპიუტერული ცენტრი_ უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო, სამეურნეო საქმიანობაში მოწინავე ფორმებისა და მეთოდების დანერგვას და მათ კომპიუტერიზაციას;
16. სოციოლოგიური კვლევის ცენტრი_ უზრუნველყოფს რაოდენობრივი და თვისობრივი კონკრეტული სოციოლოგიური კვლევების ჩატარებას, ინფორმაციის დამუშავებას, ანგარიშების და პუბლიკაციების მომზადებას;
17. ფაკულტეტები და კათედრები სპეციალობათა მიხედვით უშუალოდ ხელმძღვანელობენ სასწავლო გეგმით გათვალისწი-ნებულ სასწავლო-მეთოდურ და სამეცნიერო სამუშაოებს.
საშტატო განრიგი
(იხილეთ დანართი N:2)
პროგრამის სავარაუდო შედეგები წლის
ბოლოს
ზემო აღნიშნული ღონისძიებების გატარებით უზრუნველ-ყოფილი იქნება უნივერსიტეტის ნორმალური ფუნქციონირება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას.
სამომავლო ხედვა
ა) ფაკულტეტების საბჭოების ჩამოყალიბება.
ბ) სტუდენტური თვითმმართველობის ჩატარება.
გ) უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნების უზრუნველყოფა.
დ) სადოქტორო პროგრამების მომზადება ქართულ ფილოლო-გიაში და საქართველოს ისტორიაში.
სამეურნეო პროგრამა 2006 წლისათვის
_ სასწავლო ინვენტარის განახლება-აღდგენა.
_ გათბობის სისტემის აღდგენა.
_ სანკვანძებისა და ტუალეტების, კაპიტალური შეკეთება.
_ სასადილოს შენობის გადახურვა და შიდა კაპიტალური
შეკეთება.
_ IV სასწავლო კორპუსის გადახურვა და შიდა ინტერიერის მოწესრიგება.
უნივერსიტეტის რექტორის
მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი გიორგი გოცირიძე