1924 წელს თელავში საფუძველი ჩაეყარა პედაგოგიური ტექნიკუმის არსებობას, რომლის ბაზაზეც დაარსდა სამასწავლებლო ინსტიტუტი. სამასწავლებლო ინსტიტუტს დაეთმო "კახეთის სამეფო სასახლე", სადაც პირველი ზარი დაირეკა 1939 წლის 1 სექტემბერს. 1940 წლის ოქტომბერში ინსტიტუტს მიენიჭა დიდი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის სახელი. 1951 წელს სამასწავლებლო ინსტიტუტი რეოგანიზებულ იქნა თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტად, ხოლო 2000 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტად.


1951 წლამდე სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორებად მუშაობდნენ: დიმიტრი შაფაქიძე ... 1931-41წ.წ.
ტიტე სარიშვილი ... 1941-42 წ.წ.
შოთა სახარულიძე ...1942-43 წ.წ.
ნიკოლოზ ჩახვაშვილი ... 1943-46 წ.წ.
დიმიტრი შაფაქიძე კვლავ უბრუნდება ინსტიტუტს 1946-50 წ.წ.

1951 წლიდან პედაგოგიურ ინსტიტუტს სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდნენ რექტორები:
იოსებ ნანობაშვილი ... 1951-54 წ.წ.
ვახტანგ ციხისთავი ... 1954-59 წ.წ.
ნიკოლოზ ქორთუა ... 1959-84 წ.წ.
კობა ივანიძე ... 1984-85 წ.წ.
ნიკოლოზ მალუძე ... 1985-88 წ.წ.
როინ ჭიკაძე ... 1988-2004 წ.წ.
გიორგი გოცირიძე ... 2004 წლიდან