იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ტრენინგი თესაუ-ში

“ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ENPARD” ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელთან (CENN) და კვლევით ცენტრთან პარტნიორობით (PMC), ახორციელებს პროექტს-,,კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით, რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“.

    12 თებერვალს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შეხვედრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.

   პროექტის მიზანია   სოფლის მეურნეობის მიმართულებით საგანმანათებლო კვლევითი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაზრდა.  ტრენინგის ორგანიზატორების თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია რეგიონული უნივერსიტეტების კვლევითი პრაქტიკის გაღრმავება აგრარული მიმართულებით, ტრენიგებისა და აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი  კვლევების განხორციელების გზით.

    პროექტის ბენეფიციარები არიან: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი,   და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 
მნახველთა რაოდენობა: 6264
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.