იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,თარგმანი ციფრულ საუკუნეში“-სამეცნიერო კონფერენცია თესაუში

8 იანვარს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  სამეცნიერო კონფერენცია- ,,თარგმანი ციფრულ საუკუნეში“- ჩატარდა.

     კონფერენციაში   მონაწილეობა უცხო ენებისა და ლიტერატურის, ქართული ენისა და ლიტერატურის  და ინფორმატიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა მიიღეს. მათ სხვადასხვა სექციებში მრავალფეროვან თემატიკაზე იმუშავეს და  მოხსენებები ქართული, ინგლისური, გერმანული და რუსულენოვანი თარგმანების შესახებ წარადგინეს.

     ღონისძიების  საორგანიზაციო  კომიტეტის თავმჯდომარეა თესაუს უცხო ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ცისანა მოდებაძე   თანათავმჯდომარე- რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი. 

     კონფერენცია  თესაუს უცხო ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტში  მიმდინარე პროექტის-,,ინდოევროპულ ენათა აქტუალური ტენდენციები და პერსპექტივები გლობალურ მსოფლიოში“-ფარგლებში  ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 4535
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.