იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში პროექტ ETHICS-ის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების პროექტის ETHICS-ის ფარგლებში, კვლევითი ნაშრომების ხელმძღვანელებისათვის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრის თემა კვლევის კეთილსინდისიერებისა და კვლევის პროცესის ძირითადი გამოწვევები იყო.

პროექტის მონაწილეებმა, ასოცირებულმა პროფესორებმა სოფიო არსენიშვილმა, ნინო კახაშვილმა და მაკა კოჭაურმა, ეთიკის თანამედროვე სტანდარტების შესახებ თეორიულ მასალაზე ისაუბრეს და დამსწრეებს პრაქტიკული სავარჯიშოები შესთავაზეს.

პროექტის ფარგლებში შეხვედრის ორგანიზება, უნივერსიტეტის აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრმა განახორციელა.

 
მნახველთა რაოდენობა: 228
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.