იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები იმყოფებოდნენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესურასთან შეხვედრა ჩატარდა.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ზარანდია, დეკანის მოადგილე, პროფესორი ირმა ხარშილაძე და პროფესორი თამარ ჩიტოშვილი.

სტუდენტებს პროფესორმა თამარ ზარანდიამ საკუთარი წიგნი "სანივთო სამართალი " გააცნო და სამართლის სპეციალობის წარმომადგენლებთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრა.

შეხვედრის მონაწილეებსა და სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა მიესალმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან თანამშრომლობასა და საერთო პროექტებში ერთობლივად მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა.

თამარ ზარანდიას წიგნის გარდა, სამართლის სპეციალობის სტუდენტებსა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, პროფესორ ბესარიონ ზოიძის საიუბილეო კრებული გადაეცა.

შეხვედრას უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, თამარ თამარაშვილი, ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის უფროსი, თამარ ასლანიშვილი და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ნანა ყარაულაშვილი ესწრებოდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 193
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.