იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართლის სპეციალობაზე მიღებას აცხადებს

  2017 წლისთვის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართლის სპეციალობაზე მიღებას გამოაცხადებს.

  მიმდინარე წლის 12 ივლისს, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა საბჭომ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილ სამართლის საბაკალავრო პროგრამას  აკრედიტაცია მიანიჭა.

  „ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა, რაც ამ ბოლო პერიოდში მოვიპოვეთ. სამართლის სპეციალობის არსებობას უნივერსიტეტში რეგიონის აბიტურიენტებისათვის დიდი ეკონომიკური და სოციალური დატვირთვა აქვს“,--განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა.

  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 წლიდან სამართლის სპეციალობაზე მიღება აღარ ყოფილა.

 
მნახველთა რაოდენობა: 5728
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'