იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
უნივერსიტეტის წარმატება “DOIT”-ის პროექტში

  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტ  “DOIT”-ში მონაწილეობისას დადებითი შეფასება დაიმსახურა და უნივერსიტეტთა საპროექტო  წინადადებაზე  მომუშავე  ახალ კონსორციუმში იქნა შეყვანილი.  პროექტმა   Erasmus+ -ის ფარგლებში უკვე მიიღო დაფინანსება.

  პროექტი “DOIT” ( კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის განვითარება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების სწავლებისათვის) უნივერსიტეტში 2012-2016 წლებში მიმდინარეობდა.

  პროექტის მიმდინარეობის პერიოდში თესაუ-მ ათობით შეხვედრას  უმასპინძლა და ამასთანავე მიიღო  მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც პროექტის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე  უნივერსიტეტში მისი მიმდინარეობა შეამოწმა.

  პროექტის მთავარ შედეგს ახალი სასწავლო კურსები წარმოადგენდა, რომლის შექმნაში და დანერგვაში თესაუ-ს პროფესორები- ნინო სოზაშვილი და  სოფიო არსენიშვილი მონაწილეობდნენ.

  კურსებს გავლილი აქვს საერთაშორისო ექსპერტიზა, პროექტის  ფარგლებში ითარგმნა შერჩეული   სასწავლო მასალები და გამოიცა რიდერები, რომლებიც თესაუ-ს ბიბლიოთეკაშია წარმოდგენილი.

  პროექტის წარმატებით განხორციელებაში ასევე თესაუს-ს სტუდენტები (ეთერ ფანგანი, თამარ ბიჭაშვილი და რამზან გორგიშვილი) მონაწილეობდნენ, რომლებსაც სხვადასხვა აქტივობებში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტთა ჩართვა ევალებოდათ.

 
მნახველთა რაოდენობა: 5675
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'