იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საინფორმაციო შეხვედრა პროექტ G-PriED-ის ფარგლებში

  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაწყებითი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში მონაწილე აკადემიურ პერსონალთან პრო­ექ­ტ G-PriED-ის წარმომადგენლებმა საინფორმაციო  ხასიათის შეხვედრა გამართეს.

  სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი G-PriED  აშშ-ს საერთაშორისო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბულ პრო­ექტს წარმოადგენს, რომ­ლის მი­ზა­ნი  წიგნიერებასა და მათემატიკაში დაწყე­ბი­თი (I-VI) კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­თა საბაზისო და გამჭოლი უნა­რ-ჩვევე­ბის განვითარების ხელშეწყობაა. პროექტის  ფარგლებში, ბოლო 4 წლის განმავლობაში, დაწყებითი განათლების საფეხურზე ინოვაციური მიდგომებისა და სასწავლო რესურსების პილოტირება საქართველოს 586 საჯარო სკოლაში განხორციელდა. ამავე პროექტის ფარგლებში შეიქმნა პრო­ექ­ტის ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბის,  რესურსების ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბი და ონლაინ რესურსების პორტალზე (kargiskola.ge.)  განთავსდა. ამ გზით ყველა მსურველს აქვს სწრაფი წვდომა მაღალი ხარისხის სატრენინგო პროგრამებზე, სასწავლო რესურსებსა და დამხმარე  მასალებზე.

  შეხვედრაზე G-PriED-ის წარმომადგენლებმა პროექტის შესახებ ისაუბრეს და თესაუ-ს დაწყებითი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში მონაწილე აკადემიურ პერსონალს სა­ი­ტის - kargiskola.ge გამოყენების პერსპექტივებსა და  პრინციპებზე  ინფორმაცია  მიაწოდეს.

  G-PriED-ის პროექტის აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­მიზ­ნე ჯგუ­ფს პე­და­გო­გე­ბი წარმოადგენენ. პროექტი მასწავლებელთა პროგრამების განმახორციელებელ  უნივერსიტეტებთან და აკადემიურ პერსონალთან  თანამშრომლობას   ითვალისწინებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 6421
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.