იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კომპეტენციებს დაფუძნებული განათლება-ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პედაგოგებისთვის

  კომპეტენციებს დაფუძნებული განათლება-ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პედაგოგებისთვის
  რა კომპეტენციებს უნდა ეფუძნებოდეს პროფესიული განათლება, რომ სტუდენტმა პროფესიის ან კარიერისთვის საჭირო ცოდნა მიიღოს?-ამ თემაზე 7 სექტემბერს ტრენინგი თესაუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო მოდულური პროგრამების პედაგოგებისთვის ჩატარდა.
  ,,მასწავლებელთა სახლის“ ტრენერმა, ეკატერინე ნაცვლიშვილმა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პედაგოგებს ჯგუფური მუშაობის მნიშვნელობაზე ესაუბრა, რაც საჭირო ცოდნის, ქცევის, დამოკიდებულების და უნარების ერთობლიობას გულისხმობს.
  როგორც ტრენინგზე აღინიშნა, მხოლოდ კომპეტენციებს დაფუძნებულ პრაქტიკულ განათლებას შეუძლია დააკმაყოფილოს თანამედროვე ეკონომიკის მოთხოვნები. ამასთან ერთად, მომავალმა დამსაქმებელმა იცის, თუ კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლიათ კურსდამთავრებულებს და არა მხოლოდ ის, თუ რამდენი საათი დაესწრნენ სტუდენტები კონკრეტულ საგნებს.
  თუ ტრადიციული განათლება აქცენტს უფრო საგანმანათლებლო რესურსზე აკეთებს (ზუსტი საგნები, საათების რაოდენობა თითოეულ თემაზე და ა. შ.), კომპეტენციებს დაფუძნებული განათლებისთვის მნიშვნელოვანია შედეგი, ანუ კონკრეტულად რის გაკეთებას შეძლებს სტუდენტი სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ.
  სამდღიანი ტრენინგები ივლისსა და სექტემბერში, MCA-TPDC მიერ ერთობლივად შემუშავებული ტრენინგ-მოდულის-,,კომპეტენციაზე დაფუძნებული შეფასება მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო სისტემებში“-ფარლებში, საჯარო კოლეჯებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარეობს.

 
მნახველთა რაოდენობა: 3719
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'