იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს სტუდენტის ნაშრომმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა

  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის IV კურსის სტუდენტმა, მაია ახალკაციშვილმა მიიღო მონაწილეობა. თესაუ-ს სტუდენტის მიერ წარდგენილმა თემამ- ,,ქართულ აფხაზური ერთიერთობები და ინტეგრაციის პერსპექტივები“ (ხელმღვანელი ასოც. პროფ. ალექსანდრე მოსიაშვილი) გამარჯვება და 10 თვიანი სტიპენდია მოიპოვა.
  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ნიციატივით, ახალგაზრდებში აფხაზეთის საკითხისადმი ინტერესის და ზოგადად თემის პოპულარიზაციის მიზნით, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები 2016 წლის თებერვლიდან დააწესა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3770
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'