იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ში სასწავლო პროცესი განახლდა

  19 სექტემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წელი დაიწყო.
  საუნივერსიტეტო ცხოვრების დაწყება სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა, კახეთის ახალმა გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ქალაქ თელავის მერმა, რეგიონის ყოფილმა რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.
  რექტორმა თესაუ-ს წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც ირმა შიოშვილმა აღნიშნა, მათი ნიჭის რეალიზაციისთვის და ხარისხიანი განათლებისთვის უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი.
  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს აკრედიტებული ახალი საგანმანათლებლო პროგრამებით შეხვდა. ახლახანს აკრედიტაცია მიენიჭა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად, სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება.
  ევროკომისიის მიერ გამოცხადებული რეიტინგის მიხედვით, თესაუ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის, მე-6 ადგილზეა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტების რაოდენობის მიხედვით.
  პირველკურსელებს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

 
მნახველთა რაოდენობა: 6039
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'