იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალზე

     იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის  სახელმწიფო უნივერსიტეტმა  ,,ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ   მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.

     თესაუ-მ, რომელიც საინტერესო კუთხით იყო წარმოდგენილი, ვიზიტორთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ფესტივალზე  გამოფენილი იყო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევები, წიგნები და სტუდენტთა ნამუშევრები.

         თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პავილიონს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ესტუმრა. ალექსანდრე ჯეჯელავა თესაუ-ს რექტორს, ირმა შიოშვილს, შეხვდა და  ინფორმაცია უნივერსიტეტში   მიმდინარე სამეცნიერო  კვლევების, მიღწეული შედეგების და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მოისმინა.

    ღონისძიების ფარგლებში, თესაუ-ს პროფესორმა, თენგიზ სიმაშვილმა,  საჯარო ლექცია წაიკითხა.

       მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ტარდება და მასში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და კვლევითი ცენტრები მონაწილეობენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 5622
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.