იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს სტუდენტი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა

     იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტი, ზურაბ სპანდერაშვილი,   საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

      საერთაშორისო ფესტივალი ,,დელფინი“ 8-12 სექტემბერს ბათუმში ჩატარდა და მასში 7 ქვეყნის უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობდნენ. კონკურსი ორ ნომინაციაში: სიმღერასა და ცეკვაში ჩატარდა.

     ფესტივალზე ორი საესტრადო სიმღერით  თესაუ-ს სტუდენტი, ზურაბ სპანდერაშვილი, წარსდგა,  რომელმაც მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

    თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს  საჩუქრად  დიპლომი და თასი გადაეცა. ზურაბ სპანდერაშვილი  ჩეხეთში, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის  მისაღებად მიიწვიეს, რომელიც 23 ნოემბერს გაიმართება.

 
მნახველთა რაოდენობა: 4394
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'