იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ოდესის ნაციონალურ აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

     იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ოდესის კვების მრეწველობის ნაციონალურ აკადემიას შორის ურთიერთათანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
     13-17  სექტემბერს ოდესაში  თესაუ-ს ოფიციალური დელეგაცია იმყოფებოდა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, რექტორის მოადგილის, ალექსანდრე მოსიაშვილის, ხელმძღვანელობით, მონაწილეობა  საერთაშორისო კონფერენციაში-,,კვების ტექნოლოგიები და პურპროდუქტები“- მიიღეს.
     კონფერენციაში მოხსენებით  სასურსათო ტექნოლოგიების დოქტორი,  ლალი ელანიძე, წარსდგა,  რომელიც  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ოდესის ნაციონალურ აკადემიას შორის მემორანდუმის გაფორმების ინიციატორია.  ლ.ელანიძემ  კვების მრეწველობაში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის და ამ მიმართულებით, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემუშავების შესახებ ისაუბრა.
     მემორანდუმი ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის  სხვადასხვა სახის  აქტივობებს: სამეცნიერო თანამშრომლობას, ერთობლივ ღონისძიებებს და სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლით პროგრამებს ითვალისწინებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 5951
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'