იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სახალხო დამცველის აპარატმა თესაუ-ში შეხვედრა გამართა

   23 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე- „ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები“.
   ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, გიორგი გოცირიძემ, სტუდენტებთან სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული უფლებები და სხვა საკითხები განიხილა.
   შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საქართველოს სახალხო დამცველის როლზე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებასა და ხელშეწყობის საკითხებზეც ისაუბრეს.
   სახალხო დამცველის აპარატი სტუდენტებთან შეხვედრას თესაუ-ში 24 სექტემბერსაც გამართავს.
   ტრენინგები ბულგარეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის- „კახეთის რეგიონში სახალხო დამცველის აპარატის გაძიერება“- ფარგლებში მიმდინარეობს.

 
მნახველთა რაოდენობა: 3468
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'