იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს პროფესორი ესტონეთში

  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულეტის პროფესორი, ნინო ნახუცრიშვილი 24-30 სექტემბერს ესტონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

  სასწავლო ტურში, რომელიც  საქართველოში  UNICEF-ის  და ესტონეთის ფონდ  INNOVE-ს ერთობლივი ხელშეკრულების ფარგლებში დაიგეგმა, საქართველოს რვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ტალინისა და ტარტუს უნივერსიტეტებში, ქართველმა პროფესორებმა  მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების პერსპექტივების შესახებ გამოცდილება გაიზიარეს  და მიიღეს მრავალმხრივი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. სწავლების ინოვაციური მეთოდების გასაცნობად საქართველოს წარმომადგენლები ესტონეთის გიმნაზიებსა და სხვადასხვა სკოლაშიც იმყოფებოდნენ.

UNICEF-ისა და INNOVE-ს თანამშრომლობა, საკონსულტაციო მისიის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტებთან 2014 წლიდან ხორციელდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 6191
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.