იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ტარტუს უნივერსიტეტის საჯარო ლექცია თესაუ-ში

     21 ოქტომბერს  ტარტუს (ესტონეთი)  უნივერსიტეტის პროფესორმა მატი რაუტიავუმ  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის  საჯარო ლექცია თემაზე-,,ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლები“- გამართა.

     ესტონელმა პროფესორმა ესტონეთის გეოგრაფიული მდებარეობის,  ისტორიის, ეკონომიკის და   ტარტუს უნივერსიტეტის ტრადიციების შესახებ   ისაუბრა.  ლექცია აგრეთვე შეეხო ქვეყნის  ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციებს, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ესტონეთში განხორციელებულ ცვლილებებს.

     ტარტუს უნივერსიტეტი აღნიშნულ პროექტს  საქართველოს უნივერსიტეტებში  მეორედ ახორციელებს.  პროექტის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას ეძლევათ, რომ  საგანი -,,ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლები“-შესაბამისი რეფერატების მომზადების შემდეგ, ადგილზე ჩააბარონ და შესაბამისი სერტიფიკატებიც მიიღონ.

    კურსის მიზანია ეკონომიკური პოლიტიკის თეორიული საფუძვლების, ესტონეთის რესპუბლიკის და ევროკავშირის  მიზნების გაცნობა.

 
მნახველთა რაოდენობა: 5984
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'