იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,უილიამ შექსპირის თეატრი“-საჯარო ლექცია თესაუში

    27 ოქტომბერს, საქართველოს მწერალთა სახლის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის-,,საუბრები ლიტერატურაზე“- ფარგლებში, თესაუ-ში თამარ ჯაფარიძის  საჯარო ლექცია -,,უილიამ შექსპირის თეატრი“ -გაიმართა.

   ილიას უნივერსიტეტის  პროფესორმა ინგლისელი დრამატურგის და პოეტის, უილიამ  შექსპირის, შესახებ ისაუბრა, რომელიც  მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლადაა მიჩნეული.

   აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში  არაერთი საჯარო ლექცია გაიმართა, რომელიც სხვადასხვა კლასიკოსი მწერლების ცხოვრებას და შემოქმედებას შეეხო.

     ღონისძიებაზე-,,საუბრები ლიტერატურაზე“, რომელსაც   საქართველოს მწერალთა სახლი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ახორციელებს, მოწვეული ლექტორები  თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს  და სტუდენტებს ფრანგულ, ბრიტანულ, გერმანულ და რუსულ ლიტერატურაზე ესუბრებიან.

            პროექტი, რომლის  მიზანია ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერა, ცენტრისა და რეგიონის კულტურულ-საგანმანათლებლო ინსტიტუტების თანამშრომლობით, თბილისის გოეთეს ინსტიტუტის, ბრიტანეთის საბჭოსა და ფრანგული ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

 
მნახველთა რაოდენობა: 6156
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'