იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა- დაცვა

     4 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ,,ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტის" მეოთხე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა-დაცვა გაიმართა.

     8 სტუდენტმა, სურვილისამებრ, ინდივიდუალურად  შერჩეული სადიპლომო თემების მიხედვით,   ესკიზები შექმნა.  სტუდენტებმა  ერთ-ერთი ესკიზი რეალურად, მასალაში განახორციელეს და  საკუთარ თავზე მოირგეს. სადიპლომო ნამუშევრების  დაცვაზე წარმოდგენილი იყო ეროვნულ მოტივებზე შექმნილი,  გათანამედროვებული მოდელებიც.

      განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ,,ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტის" მეოთხე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა ერთწლიანია და  მას ასისტენტ-პროფესორი დარეჯან გაგნიძე ხელმძღვანელობს.

 
მნახველთა რაოდენობა: 3769
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'