იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ თესაუ-ს გამარჯვებული სტუდენტი დააჯილდოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მონაწილეობდნენ,  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის IV კურსის სტუდენტმა, მაია ახალკაციშვილმა, გაიმარჯვა.

    თესაუ-ს სტუდენტის მიერ წარდგენილმა თემამ- ,,ქართულ -აფხაზური ერთიერთობები და ინტეგრაციის პერსპექტივები“ (ხელმღვანელი ასოც. პროფ. ალექსანდრე მოსიაშვილი) გამარჯვება და ჟიული შარტავას სახელობის 10 თვიანი სტიპენდია მოიპოვა.     

    აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის განათლების და კულტურის მინისტრთან, საქართველოს სახალხო არტისტ დიმიტრი ჯაიანთან ერთად,  3 ნოემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა.

        სტუმრებმა ქართულ-აფხაზური  ურთიერთობების, მესამე ძალის მიერ ინსპირირებულ აფხაზეთის ომში ჟიული შარტავას გმირობის და კონკურსის შესახებ ისაუბრეს.  

    აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს, სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მიმართა. ირმა შიოშვილმა  გამოჩენილი ქართველების სახელობითი სტიპენდიების და წარჩინებული სტუდენტების წახალისების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

   აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის IV კურსის სტუდენტს, მაია ახალკაციშვილს, კონკურსში გამარჯვებულის სიგელი და ჟიული შარტავას  ცხოვრების შესახებ  გამოცემული წიგნი გადასცა. სიმბოლური საჩუქრებით სტუმრებიც დაჯილდოვდნენ.  თესაუ-ს რექტორმა  აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს  სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6152
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.