იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს პროფესორი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა

   იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ენათმეცნიერი როინ ჭიკაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

  როინ ჭიკაძეს სამეცნიერო მოღვაწეობის 55 წლიანი სტაჟი აქვს. თესაუ-ს პროფესორი არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის და წიგნის ავტორი. მისი ინიციატივით და ორგანიზებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ყოველწლიურად რამდენიმე სამეცნიერო კონფერენცია ტარდება.  როინ ჭიკაძე წარმატებით უძღვება უნივერსიტეტში ენათმეცნიერების მიმართულების დოქტორანტების სამეცნიერო კვლევებს.  გამოჩენილი მეცნიერი  საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიების  აკადემიკოსი და  „ენათმეცნიერების საკითხების“ რედკოლეგიის წევრია.

   როინ ჭიკაძის მონოგრაფია- „წინადადების პარატაქსული კონსტრუქცია ქართულში“ -აღიარებულია, როგორც ახალი სიტყვა ენათმეცნიერებაში.

   მეცნიერებათა ეროვნული კადემიის ჯილდო როინ ჭიკაძეს, იუნესკოს  მიერ დაწესებული მეცნიერების დღესთან დაკავშირებით, ფილოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის გადაეცა.

 
მნახველთა რაოდენობა: 5824
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'