იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს საჩუქრად პავლე ინგოროყვას ,,რუსთაველოლოგიური თხზულებანი“ გადაეცა

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, მწერალმა და პუბლიცისტმა, როსტომ ჩხეიძემ, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, თესაუ-ს პროფესურას და სტუდენტებს საჩუქრად   პავლე ინგოროყვას ,,რუსთაველოლოგიური თხზულებანის“ ტომეულები გადასცა.

   წიგნის პრეზენტაციას თესაუ-ში, 18 ნოემბერს,  ოთხტომეულის რედაქტორი, პროფესორი როსტომ ჩხეიძე დაესწრო, რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დიდი ხნია   ნაყოფიერად თანამშრომლობს. შეხვედრაში მონაწილეობა წიგნის გამომცემელმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა, პროფესორმა იოსებ ჭუმბურიძემ, თელავის სახელმწიფო უნივერიტეტის რექტორის მოადგილეებმა, პროფესორებმა, სტუდენტებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

      წიგნი, რომელიც  ცნობილი მკვლევარის, ლიტერატურათმცოდნის, ისტორიკოსის, პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის,  პავლე ინგოროყვას, მონოგრაფიაა შოთა რუსთაველზე,  გენიალური ქართველი პოეტის  დაბადებიდან  850-ე წლისთავს ეძღვნება.

     თესაუ-ს პროფესორმა როინ ჭიკაძემ  როსტომ ჩხეიძეს  საჩუქრად თელავის უნივერსიტეტის  პროფესიული პროგრამის, თექის ოსტატის, ბაზაზე  შესრულებული ჩხეიძეების საგვარეული გერბი გადასცა.

      შეხვედრა წიგნის რედაქტორის ინიციატივით და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3564
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'