იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პედაგოგიური ტრენინგები პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში

        პროფესიულ განათლებაში ახალი, მოდულური პროგრამების  დანერგვასთან დაკავშირებით, მასწავლებელთა ცენტრი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ატარებს პედაგოგიურ ტრენინგებს.

       მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, პროგრამის ჯგუფის მიერ, სსიპ განათლების ხარისიხს განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, მომზადდა და მიმდინარეობს  ტრენინგ-კურსი-,,პროფესიული განათლების მასწავლებელთა ტრენინგი მოდულური სწავლების საკითხებში“ (ტრენერი- იანინა გიგიბერია).

    ტრენინგები ტარდება, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდირებული ნუსხის  და პროფესიული განათლების განვითარების  სტრატეგიის სამოქმედო გეგმის  შესაბამისად.

   იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სექტემბრის თვეში,  გაიმართა  კიდევ ერთი ტრენინგ-კურსი -,,კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო სისტემებში“.

 
მნახველთა რაოდენობა: 5844
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'