იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს კიდევ ერთი პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან დაფინანსდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტმა -„ტექსტოლოგია და გამოცემათმცოდნეობა“ (ხელმძღვანელი - პროფესორი ქეთევან გიგაშვილი, თანახელმძღვანელი - პროფესორი მაია ნინიძე)- 2016 წლის სტრუქტურირებული სადოქტორო საგანამანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან 216 422 ლარის დაფინანსება მიიღო.

პროექტი სამწლიანია და მისი მთავარი მიზანი „ტექსტოლოგიისა და გამოცემათმცოდნეობის“ აკრედიტებული სადოქტორო პროგრამის სტრუქტურირება-განვითარებაა.

პროექტი  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ბირმინგემის უნივერსიტეტთან (გაერთიანებული სამეფო) თანამშრომლობით განხორციელდება. 

  პროექტის უცხოელი ექსპერტი, დევიდ პარკერი, ბირმინგემის უნივერსიტეტის ტექსტოლოგიისა და ელექტრონული გამოცემის ინსტიტუტის დირექტორია. ის სხვადასხვა დროს ის იყო კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების ლექტორი. დევიდ პარკერის პროექტებისა და კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი  ტექსტოლოგიურ კვლევებსა და აკადემიურ გამოცემებს შეეხება.

სამი დოქტორანტი, პროექტის ფარგლებში,  სამი წლის განმავლობაში  800-ლარიან სტიპენდიას მიიღებს.

სტიპენდიანტების შერჩევა  უახლოეს მომავალში მოხდება, როდესაც სადოქტორო პროგრამაზე მიღება გამოცხადდება.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 6281
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'