იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დოქტორანტ ია ნადირაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

      26 იანვარს,   იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა ფაკულტეტის  სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე  ჩატარდა დოქტორანტ  ია ნადირაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა,  ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თემაზე- „ნოველების ენის ტიპოლოგიური მიმართებანი ქართულ და ინგლისურ ენებში“ (სამეცნიერო ხელმძღვანელები:  პროფესორი  ნუნუ გელდიაშვილი და  პროფესორი მანანა ღარიბაშვილი).

       კვლევის მიზანია  ქართული და ინგლისური ნოველების სიღრმისეული, კონტრასტული შესწავლის საფუძველზე, მსგავსება-განსხვავების გამოვლენა, რაც ორივე საანალიზო ენის და ამავდროულად, თითოეული ენის ნოველებისთვისაა დამახასიათებელი.

      სადისერტაციო ნაშრომი, როგორც თეორიულად, ასევე, პრაქტიკულად, გარკვეულ წვლილს შეიტანს ტიპოლოგიური ლინგვისტიკის განვითარებაში.

     ია ნადირაძეს  ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 5842
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'