იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სარვამარტო ღონისძიება თესაუ-ში

    7 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სარვამარტო ღონისძიება ჩატარდა.

    სტუდენტებმა სხვადასხვა სახის მუსიკალური, დრამატული და ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს. მაყურებლის წინაშე თელავის დრამატული თეატრის მსახიობი, უნივერსიტეტის მეტყველების კულტურის პედაგოგი, თემურ ხუნაშვილიც წარსდგა.

    ღონისძიება უნივერსიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით (ხელმძღვანელი - მანანა შიოშვილი) , თესაუ-ს დრამატული წრის (ხელმძღვანელები: ლალი გულიაშვილი, ნონა ხუმარაშვილი), ქორეოგრაფიული წრის (ხელმძღვანელი ლელა ხუციშვილი) და საესტრადო სიმღერის წრის (ვოკალის ხელძღვანელი- თინათინ ნათელაძე) მონაწილეობით ჩატარდა.

    სარვამარტო წარმოდგენას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 6326
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.