იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სასკოლო კონკურსი, ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად

     2017 წლის 3 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან ერთად, ნიკო კეცხოველის 2017 წლის პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებული სასკოლო კონკურსის  ნახევარფინალი გაიმართა.

      ნახევარფინალი  ორ, შესარჩევ და დასკვნით, ტურად ჩატარდა. შესარჩევ ტურში მონაწილე სკოლები  წლის განმავლობაში დაგროვილი ქულების მიხედვით და ჟიურის მიერ შეფასდნენ.  ჟიურის შემადგენლობაში, სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, იყო თესაუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მაგდა დავითაშვილი.

     დასკვნით ტურში  3 გამარჯვებული  გუნდი გამოვლინდა, რომლებიც  2017 წლის 21 მარტს დაგეგმილ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას.

      კონკურსის ბოლოს  გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრები  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ალექსანდრე მოსიაშვილმა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გადასცეს.

      ღონისძიებას ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) კოორდინატორი კახეთის რეგიონში კახაბერ სუხიტაშვილი და ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისიდან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი, თელავის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ფიქრია ყუშიტაშვილი დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 3660
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'