იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ახმეტის, ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების მოსწავლეები სტუმრად თესაუ-ში

    21 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ღია კარის დღე გაიმართა. თესაუ-ს  ახმეტის, ყვარლის და  გურჯაანის მუნიციპალიტეტების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები და პედაგოგები სტუმრობდნენ.

       უნივერსიტეტის  რექტორის მოადგილემ, ალექსანდრე მოსიაშვილმა და სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებმა თესაუ-ს  წარმატებების,  სიახლეების, საგანმანათლებლო პროგრამების და  საერთაშორისო ურთიერთობების  შესახებ ისაუბრეს.

      შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ პოტენციური დამსაქმებლები:  თელავის    პროკურატურის და იუსტიციის სახლის წარმომადგენლები.   ამ და სხვა სტრუქტურებში,   გაფორმებული მემორანდუმის ფარლებში, თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას გადიან, საუკეთესოები კი, ადგილზე საქმდებიან.

      ღია კარის დღის  მეორე ნაწილი უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების, კაბინეტ-ლაბორატორიების და ბიბლიოთეკის დათვალიერებას დაეთმო.

    კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას  თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მიიღებენ,  24 მარტს  გაიმართება.

 
მნახველთა რაოდენობა: 4038
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.