იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
აგრარული განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თესაუ-ს რექტორი სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა

    აგრარული განათლების  განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ირმა შიოშვილი,  სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა. გადაწყვეტილება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ  მიიღო.  

     ბოლო ორი წლის განმავლობაში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, განსაკუთრებული ძვრები მოხდა. საქართველოს პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით, მოეწყო სოფლის მეურნეობის ლაბორატორია, რომელმაც უკვე ორი დიდი კვლევა განახორციელა. GIPA-ს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელის (CENN) და  PMC კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით, უნივერსიტეტს აქვს სადემონსტრაციო ნაკვეთი,  რომელიც სტუდენტებისა და მკვლევარების  ცოდნის განვითარებას შეუწყობს ხელს. ინტენსიური კავშირი დამყარდა რეგიონის ფერმერებთან და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებთან.  სამეცნიერო და პრაქტიკული კვლევების კუთხით, აქტიურად მუშაობს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

        ჯილდო რექტორს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ნოდარ ჩხარტიშვილმა, გადასცა.

        ირმა შიოშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორია, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით,  სიგელის მფლობელი გახდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 4168
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.