იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი დასუფთავების აქციას შეუერთდა

      იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ,,დედამიწის დღის“  კვირეულის ფარგლებში, დასუფთავების აქციას შეუერთდა.  სტუდენტებმა და თანამშრომლებმა უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. 
      როგორც უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა, აღნიშნა: ,,_ასეთ აქციებში ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათ უნდა აღზარდონ მომავალი თაობა, რომელიც გარემოზე იზრუნებს."
     დასუფთავების აქცია- ,,სუფთად ევროპისკენ”  -ქვეყნის მასშტაბით, 10 რეგიონში ჩატარდა და მასში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა.

   კამპანიის მხარდამჭერები არიან:  შვედეთის განვითარების სააგენტო, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“; საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“; „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“; კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

 
მნახველთა რაოდენობა: 3436
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.