იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა თესაუ-ში

        ეროვნულმა  ბანკმა 2 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა  გამართა.

        როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,   კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შესახებ.   შედეგად კი,  შესაძლოა,  ბანკებში აღებული სესხები  გაძვირდეს,  გაიაფდეს, ან იგივე დარჩეს. ამ თემაზე საზოგადოების უკეთ ინფორმირებულობის მიზნით,  ეროვნული  ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი შეხვედრებს საქართველოს რეგიონებშიც მართავს.  

        ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ,  თესაუ-ს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან გამართული პრეზენტაციის დროს,  მსოფლიოს საბანკო სისტემაში მიმდინარე მოვლენები და ამ ჭრილში საქართველოს პოზიცია  მიმოიხილა.  დისკუსიას, რომლის მეორე ნაწილი  სტუდენტების კითხვებს დაეთმო,    პრეზიდენტის მოადგილეები და მრჩევლებიც ესწრებოდნენ.

       ეროვნული ბანკი  მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომებს წელიწადში 8- ჯერ მართავს. აქედან 4 შეხვედრა    საქართველოს რეგიონებში ტარდება. ბანკის წარმომადგენლები ადგილობრივ   მედიას, ბიზნესმენებს და უნივერსიტეტების  სტუდენტებს ხვდებიან.

 
მნახველთა რაოდენობა: 3824
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'