იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„საქართველო და ევროკავშირი“- დისკუსია თესაუ-ში

       საქართველოს  პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ , ირაკლი სესიაშვილმა,  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა, ფრაქცია ,,ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარემ,  გიორგი გაჩეჩილაძემ და სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, რუდლოფ მიხალკამ,  2 მაისს  თესაუ-ს სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს.

        დისკუსია-,,შეხვედრები სტუდენტებთან“-იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა, გახსნა. სტუმრებმა  უვიზო მიმოსვლის, ევროკავშირთან თანამშრომლობის ისტორიის  და ევროპული ღირებულებების შესახებ ისაუბრეს.

       როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველომ ევროკავშირთან დასაახლოვებლად მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. ამ კუთხით კი, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მოსაზრებების მოსმენა იმის შესახებ, თუ რა არის მათთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები.  

        დისკუსია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით,    ევროპის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3988
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.