იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,მკითხველი, ბიბლიოთეკა, გამომცემლობა“-ღონისძიება თესაუ-ში

        8 მაისს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში,  ,,საქართველოს ბიბლიოთეკის კვირეულის“ ფარგლებში,  ღონისძიება-  ,,მკითხველი, ბიბლიოთეკა, გამომცემლობა-“ გაიმართა.

     შეხვედრა თესაუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ნანა ყარაულაშვილმა, გახსნა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი გამომცემლობების: ,,წიგნი+ერი“-სა და ,,ემ-პი-ჯი“-ს  გენერალურმა დირექტორმა, მზია რაზმაძემ,  აღნიშნული გამომცემლობების სერვისების და  ახალი გამოცემების შესახებ ისაუბრა.

      ღონისძიებას თესაუ-ს რექტორის მოადგილე ნუნუ გელდიაშვილი და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.   

       ბიბლიოთეკის ფოიეში   სხვადასხვა თემატიკის წიგნების  პრეზენტაცია და  გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

         კვირეული, 28 აპრილიდან,  ,,საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის“ ორგანიზებით,  მთელი ქვეყნის მასშტაბით,  მიმდინარეობს.

 
მნახველთა რაოდენობა: 4307
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'