იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სტუმრობდა

  16 მაისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იანის ზლამეცი, სტუმრობდა.

  თესაუ-ს სტუდენტებთან და პროფესორებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ევროპის დღეს მიეძღვნა, ელჩმა ევროინტეგრაციის, ვიზალიბერალიზაციის, ნატოს და ამ მიმართულებით, ლატვიის გამოცდილების შესახებ გაამახვილა ყურადღება. საუბარი, ასევე, შეეხო დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის მნიშვნელობას, საგარეო და საშინაო უსაფრთხოების საკითხებს და ლიბერალურ ევროპულ ღირებულებებს.

  ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შეხვედრის ბოლოს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების და თანამშრომლების შეკითხვებს უპასუხა.

  ევროპის დღე -ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ქვეყნებში მშვიდობისა და ერთიანობის ყოველწლიური დღესასწაული- ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნის საელჩოებსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა.

 
მნახველთა რაოდენობა: 5916
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'