იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტთა მე-5 საერთაშორისო კონფერენცია

      2017 წლის 20 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ჩატარდა სტუდენტთა მე-5 საერთაშორისო კონფერენცია.

     თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის II და III კურსის სტუდენტებმა მიიღეს.   ქეთევან ფოტოვას, თინათინ ღვინიაშვილ-ჩხიკვიშვილის და მარი მამუკელაშვილის (ხელმძღვანელი- თესაუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მაგდა დავითაშვილი) წარმატებულმა გამოსვლამ  მედიცინის სექციაში კომისიის  მოწონება დაიმსახურა.

        იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები   სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6895
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'