იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
პროექტ YALA-ს ფარგლებში ვიზიტი სტარა ზაგორაში

2026 წლის 12-16 ოქტომბერს Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის — BSB 01271 „Youth Advocacy for Local Affairs“ (YALA) ფარგლებში პირველ სასწავლო ვიზიტს პროექტის ბულგარელმა პარტნიორებმა სტარა ზაბორაში უმასსპინძლეს.

საქართველოდან შეხვედრებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის გუნდის წევრებთან ერთად, მონაწილეობდნენ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თინათინ ხანჯალიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი თეონა ჩაველაშვილი და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე შუბითიძე.

სასწავლო ვიზიტი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საუნივერსიტეტო თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისითაც. შეხვედრების ნაწილი სტარა ზაგორას თრაქიის უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც დელეგაციის წევრები უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს თელავისა და თრაქიის უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები შეხვდნენ სტარა ზაგორას ვიცე-მერს, რომელიც უშუალოდ არის ჩართული პროექტში და ხელს უწყობს ახალგაზრდების მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გაიმართა შეხვედრები სტარა ზაგორას ახალგაზრდა ომბუდსმენთან, ახალგაზრდა მერთან და საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. მონაწილეები გაეცნენ მათ სტრატეგიებს, მუშაობის პრინციპებსა და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშემწყობ ინიციატივებს.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ბერძენმა ახალგაზრდებმაც წარადგინეს საკუთარი საქმიანობა და გამოცდილება. პრეზენტაციებმა და დისკუსიებმა მონაწილეებს საშუალება მისცა, შეედარებინათ ბულგარელი და ბერძენი ახალგაზრდების საქმიანობის თავისებურებები და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის განსხვავებული მიდგომები.

ვიზიტის დასკვნითი დღე დაეთმო სასწავლო ვიზიტის შეფასებას, პროექტის მართვის საკითხების განხილვასა და სამომავლო აქტივობების დაგეგმვას. პარტნიორთა მომდევნო პირისპირ შეხვედრა საქართველოში გაიმართება — თელავი პროექტის მონაწილეებს 2027 წლის აპრილში უმასპინძლებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 76
 
 
 
 

    2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.