იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრი საერთაშორისო კონფერენციას ჩაატარებს

მეორე საერთაშორისო კონფერენციის თემაა "ბავშვის უფლებები მართლმსაჯულების სისტემაში - საუკეთესო ევროპული და ამერიკული გამოცდილება“ და ის, ბავშვის უფლებათა კონვენციის 35- ე წლისთავს ეძღვნება.

კონფერენცია მულტიდისციპლინური შინაარსის მოხსნებებს გააერთიანებს და შეეხება ბავშვის უფლებების დაცვის საკითხს, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ჭრილში.

კონფერენცია თავს მოუყრის ქართველ, უცხოელ პროფესორებს, დარგის ექსპერტებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, ადვოკატებს, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პრაქტიკოსს იურისტებს სხვადასხვა უწყებებიდან, ბავშვის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტუდენტებს.

კონფერენცია ჩატარდება 20- 21 ნოემბერს.

მონაწილეობისათვის (პრეზენტაციის, მოხსენების წარსადგენად) ეწვიეთ ბმულს.

 
მნახველთა რაოდენობა: 466
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.