იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე

სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული“- კახეთის რეგიონის მასშტაბით პირველი 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, სილქროუდ ჯგუფის მიერ 2018 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. სასტუმრო მდებარეობს ქართული კულტურული ძეგლის- წინანდლის მამულების ტერიტორიაზე. იგი აერთიანებს-124 ოთახს, სხვადასხვა ზომის საკონფერენციო ოთახებს, სპას და რამდენიმე კონცეფციის რესტორანსა და ბარს. სასტუმროს გუნდი ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე, რომელშიც 200 + თანამშრომელი იღებს მონაწილეობას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მიმტანის  პოზიციაზე

სამუშაო ადგილი- თელავი, წინანდალი

სამუშაო გრაფიკი- კვირაში 5 დღე

სამუშაო საათები-  8 საათიანი სამუშაო ცვლა

ძირითადი მოვალეობები:

·        სტუმრის მიღება კომპანიაში არსებული მაღალი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად

·        შეკვეთის მიღება  და დროული მიწოდების უზრუნველყოფა, პოზიციის შესაძლებლობის შესაბამისად

·        მენიუში არსებული კერძების/სასმელების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა და საჭიროების შემთხვევაში სტუმრისთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება

·        სტუმრისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები- განთლება, გამოცდილება, უნარ-ჩვევები:

·        ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება

·        ინგლისური ენის ცოდნა-საკომუნიკაციო დონეზე

·        მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

·        გუნდური მუშაობის უნარი

·        მომხმარებელზე ორიენტირებულობა

·        დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

·        საცხოვრებლით უზრუნველყოფას

·        კვებას

·        კომპანიის ტრანსპორტით მომსახურებას

·        ჯანმრთელობის დაზღვევას

შერჩევის ეტაპები:

1. CV/რეზიუმეების გადარჩევა

2. გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr.tsinandali@radissoncollection.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მიმტანი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია  "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/ რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

გისურვებთ წარმატებებს

 

 
მნახველთა რაოდენობა: 357
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'