სასერტიფიკატო კურსი : განახლებადი ენერგიის მნიშვნელობა და მომავალი სოფლის მეურნეობასა და საყოფაცხოვრებო საქმიანობაში.
კურსი შემუშავებულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროექტის 3E-Partnership (European Energy Efficiency towards Mutually Reinforcing Partnership with Georgia, Azerbaijan and Ukraine / 3E-პარტნიორობა - ევროპული ენერგოეფექტურობა საქართველოს, აზერბაიჯანსა და უკრაინასთან ურთიერთსასარგებლო პარტნიორობისთვის) ფარგლებში.
კურისის მიზანი: საზოგადოებაში განახლებადი ენერგიის საჭიროების, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელის შესახებ ცნობიერების ამაღლება შინაარსი: მოცემული კურსი მსმენელებს ინფორმაციას მიაწვდის შემდეგ ძირითად საკითხებზე: ენერგიის მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში; ენერგიის განახლებადი და არა განახლებადი წყაროები; განახლებადი ენერგიის წყაროების გავლენა გარემოზე; როგორ შეიძლება ვაქციოთ განახლებადი ენერგია დამატებითი შემოსავლის წყაროდ სოფლის მეურნეობასა და საყოფაცხოვრებო საქმიანობაში.
კურსი დაწყების დრო: 25 მარტი, 18:00 სთ
სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScf50ZKlwYpjw7ii71HWXcVTqQ1_KExwYBUkVTQnTB56hRoHw/viewform


