იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
კახეთში პრე- აქსელერაციის პროგრამა იწყება!

გაცნობებთ, რომ 4 ივლისს კახეთის რეგიონში იწყება პრე-აქსელერაციის ინტენსიური პროგრამა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი ახორციელებს.

პროგრამა დაფინანსებული და ორგანიზებულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ.

პრე-აქსელერაცია არის 4-კვირიანი (ჯამში 75-საათიანი), თეორიული და პრაქტიკული ინტენსიური კურსი ინოვაციური მეწარმეებისთვის.

პროგრამის მთავარი მიზანია დაეხმაროს მონაწილეებს ინოვაციური ბიზნეს იდეების ვალიდაციაში, ძლიერი გუნდების ფორმირებასა და პრეზენტაციის (Pitching) უნარების განვითარებაში.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მომზადებულნი იქნებიან 25 000 ლარიან საგრანტო კონკურსსა და სხვა საერთაშორისო აქსელერაციებში მონაწილეობის მისაღებად.

კახეთის რეგიონის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს მაქსიმუმ 15 სტარტაპ გუნდი.

I კვირა: სტარტაპ აზროვნება და პროგრამის გახსნა.

II კვირა: იდეის ვალიდაცია და მომხმარებლის კვლევა.

III კვირა: პროტოტიპირება და MVP (AI ხელსაწყოების გამოყენებით).

IV კვირა: პრეზენტაციის უნარები და შემაჯამებელი „დემო დღე“.

ფორმატი და დამატებითი სარგებელი:

პროგრამა მოიცავს ფიზიკურ პრაქტიკულ სამუშაოებს შაბათ-კვირას და ონლაინ ინდივიდუალურ მენტორინგს შუა კვირაში.

მონაწილეებისთვის სრულად იქნება უზრუნველყოფილი ტრანსპორტირება ტრენინგის ადგილამდე და უკან, ასევე კვება შეხვედრების განმავლობაში.

გუნდებს გადაეცემათ სატრენინგო მასალები და, საჭიროების შემთხვევაში, წვდომა ექნებათ ფასიან AI ხელსაწყოებზე.

კურსის ბოლოს გაიცემა პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

პროგრამა დასრულდება „დემო დღით“, სადაც მონაწილეები ჟიურის წინაშე წარდგებიან და ექნებათ შანსი მოიპოვონ წამახალისებელი პრიზები კერძო სექტორისგან.

არ გაუშვათ ეს უნიკალური შესაძლებლობა. https://apps.mygita.ge/zs/m3CZ2e საინფორმაციო ვიდეო : https://www.facebook.com/reel/1364641452193363

 
მნახველთა რაოდენობა: 12
 
 
 
 

    2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.