იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დაინტერესებული პირების საყურდაღებოდ!

დუალური უმაღლესი განათლების პროექტის DUGEOR შემაჯამებელი საერთაშორისო კონფერენცია

 2–3 სექტემბერი, 2026  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსის ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი, კოსტავას ქ. 77, თბილისი

Erasmus+ CBHE პროექტის DUGEOR – Strengthening Capacities for the Implementation of Dual Education in Georgian Higher Education ფარგლებში გაიმართება შემაჯამებელი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც გააერთიანებს პროექტის პარტნიორებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ბიზნეს სექტორისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოდან და ევროპის ქვეყნებიდან.

კონფერენციაზე წარმოდგენილი და განხილული იქნება:

დუალური უმაღლესი განათლების ზოგადი მოდელი საქართველოსთვის;

ქართული უნივერსიტეტების მიერ შემუშავებული დუალური საგანმანათლებლო მოდელები;  

საპილოტე პროგრამების შედეგები და მიღებული გამოცდილება;

უნივერსიტეტების, კომპანიებისა და სტუდენტების პრაქტიკული გამოცდილება;

ხარისხის უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების მექანიზმები.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება საქართველოში დუალური უმაღლესი განათლების დანერგვისთვის.

კონფერენციის ფარგლებში ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები ასევე იმსჯელებენ საქართველოში დუალური უმაღლესი განათლების განვითარების პერსპექტივებზე და უნივერსიტეტებსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

კონფერენციაზე დასასწრებად მოწვეულნი არიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კომპანიებისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 რეგისტრაცია: https://forms.gle/NajEHva1NgrTqJrj6

პროექტი DUGEOR ხორციელდება Erasmus+ CBHE-ის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის პარტნიორები:

უნივერსიტეტები და საჯარო ინსტიტუციები: GIPA • GTU • TESAU • BSMA • BNTU • MESY • NCEQE • UBANS • UNS • FH JOANNEUM • DHBW

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები: National Forestry Agency • Vengo • INTERLOGGEORGIA LTD • Shumi Winery • Wilhelmsen port services georgia

 
მნახველთა რაოდენობა: 60
 
 
 
 

    2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.