თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება!
მოგესალმებით დიდ სტუდენტურ ოჯახში და გაგაცნობთ რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის
მოწმობის/პასპორტის ასლი);
ბ) სკოლის ატესტატი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული);
გ) ორი ფერადი ფოტოსურათი (3 x 4) ბეჭდური და ელექტრონული ვერსია;
დ) მიწერის მოწმობა კომისარიატიდან, ასლთან ერთად (ვაჟებისთვის);
ე) naec-ის მიერ დადასტურებული შედეგების ასლი;
ვ) თუ სტუდენტი არასრულწლოვანია,
აუცილებელია მოვიდეს მშობელთან/მეურვესთან ერთად და ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, თან იქონიოს დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის მოწმობა/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პირველკურსელთა ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
სასურველია უნივერსიტეტში გამოცხადდეთ 10 სექტემბრამდე.
სასწავლო პროცესი დაიწყება 2026 წლის 5 ოქტომბერს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
557 77 85 85 ან 598 50 32 82.
გისურვებთ წარმატებებს!


