იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
დაინტერესებული სტუდენტებისათვის!

გაცნობებთ, რომ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)  იწყებს პროექტს „GIPA-ს ადგილობრივი თვითმმართველობის აკადემია სტუდენტებისთვის 2026“. ინიციატივის მთავარი მიზანია თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უნივერსიტეტების სტუდენტებში ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, მათი პრაქტიკული უნარების განვითარება.

პროექტის შესახებ

ადგილბრივი თვითმმართველობის აკადემია არის ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამა იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურს გაიაზროს და ისწავლოს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური მოწყობა, უფლებამოსილებები, მუნიციპალური ფინანსები და ჩაერთოს ადგილობრივი განვითარების პროცესებში.

სამიზნე აუდიტორია: - ბაკალავრიატის მაღალი კურსის სტუდენტები, მაგისტრატურის სტუდენტები და უნივერსიტეტის ახლად კურსდამთავრებულები.

პრიორიტეტი: უპირატესობა მიენიჭებათ სოციალური მეცნიერებების, სამართლისა და სახელმწიფო მართვის ფაკულტეტის სტუდენტებს, თუმცა პროექტი ღიაა ყველა მიმართულების ახალგაზრდისთვის).

პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შშმ ახალგაზრდებისა და ეთნიკური უმცირსობების წარმომადგენლების ჩართულობას.

გეოგრაფიული არეალი

თბილისი და საუნივერსიტეტო ქალაქები (ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი, გორი და ახალციხე). თითოეული რეგიონიდან შეირჩევა 3-4 სტუდენტი.

შერჩევის პროცესი

შესარჩევად კანდიდატები გაივლიან ორეტაპიან კონკურსს, რომელიც უზრუნველყოფს მოტივირებული და აქტიური სტუდენტების შერჩევას. მსურველებმა უნდა შეავსონ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, სადაც დააფიქსირებენ თავიანთ მონაცემებს, უნივერსიტეტს და კურსს.

სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf9SitQdxNWveqvpTIsaRGhIYH9Y2CLKb5BTJrw8NNwsBBZzw/viewform

სარეგისტრაციო ფორმის შევსების დროს აპლიკანტმა უნდა დაწეროს სამოტივაციო წერილი ან აუდიო-ვიდეომიმართვა და უპასუხოს კითხვას: „რატომ მაინტერესებს ადგილობრივი თვითმმართველობა და რას გავაკეთებდი ჩემი მუნიციპალიტეტისთვის?“ 

პროექტის ეტაპები

ეტაპი I (ონლაინ ტრენინგები): შერჩეული სტუდენტები გაივლიან ონლაინ კურსს და შეისწავლიან მუნიციპალური მმართველობის პრინციპებს, საკონსტიტუციო გარანტიებს, ადგილობრივ ბიუჯეტებს, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს, ურბანულ განვითარებასა და მუნიციპალურ სერვისებს. პროგრამა ასევე მოიცავს ლიდერობის, ეთიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების (მათ შორის AI-ის) გამოყენების საკითხებს.

ეტაპი II (პრაქტიკული კომპონენტი): პირველი ეტაპის შედეგად შეირჩევა 25 სტუდენტი, რომლებიც გააგრძელებენ სწავლას. ისინი გაივლიან პირისპირ ტრენინგებს, მენტორების მხარდაჭერით მოამზადებენ ჯგუფურ კვლევით ნაშრომებს და წარადგენენ შემაჯამებელ ღონისძიებაზე.

შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრებიან უნივერსიტეტების წარმომადგენლები, თვითმმართველობის ექსპერტები, აკადემიური წრისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი ინფორმაციისათვის დარეკეთ:

Tel: (995 32) 249 75 00 Mob: (995) 593 488 211

e-mail: nana.macharashvili@gipa.ge  www.gipa.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 46
 
 
 
 

    2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.