იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
ტრენინგი სკოლის მასწავლებლებისთვის - საგნობრივი ცოდნისა და ენობრივი კომპეტენციების განვითარება საბუნებისმეტყველო განათლებაში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს საბუნებისმეტყველო საგნების,

ქართული ენისა და ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების

ტრენინგს.

სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩევა 16 სკოლა.

თითოეული სკოლიდან შეირჩევა საბუნებისმეტყველო საგნებისა და ენის

(ქართული/ინგლისური) მასწავლებლის თითო წყვილი.

ტრენინგების ჩატარების ადგილმდებარეობა და თარიღები:

ქართული უნივერსიტეტის ქ.N1, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, II კორპუსი, I

სართული, ESTA ლაბორატორია

1. 17.10.26

2. 18.10.26

3. 24.10.26

4. 25.10.26

5. 30.10.26

თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობა 6 სთ. (სულ 30 საკონტაქტო საათი)

ტრენინგი უზრუნველყოფილი იქნება ხემსით.

სატრენინგო მოდულს წარუძღვებიან:

პროფესორი ნინო მოდებაძე, ასოც. პროფესორი ნათელა ბაღათრიშვილი, ასოც.პროფესორი

ანა გიაგაური, ასისტ. პროფესორი მაკა სიდამონიძე

თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.

სარეგისტრაციო ბმული https://forms.gle/Ncq2mv6bC3C1iskZ9

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ:

555 45 27 94 - ნინო მოდებაძე

551 54 85 85 - ნათელა ბაღათრიშვილი

 
მნახველთა რაოდენობა: 27
 
 
 
 

    2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.